ფინალური ღონისძიება

ფინალური ღონისძიება

2023 წლის 29 სექტემბერს „მართლმსაჯულების სახლმა“ Usaid ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით კიდევ ერთი წარმატებული 1 წლიანი მაშტაბური პროექტის ფინალური ღონისძიება გამართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში .

დასკვნითი ღონისძიების გამართვით დაასრულა სასწავლო ერთ წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მოქმედი და მომავალი იურისტების, პროფესიონალების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას.

ღონისძიებას ესწრებოდა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა USAID ის წარმომადგენელმა რუსუდან ტაბატაძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ სირაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ნინო მაქაცარია და დეკანის მოადგილე ასმათ შონია, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ირაკლი შენგელია.

პროექტი მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ერთწლიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტები:

  1. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (თბილისის წარმომადგენლობა)
  2. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (ბათუმის წარმომადგენლობა)
  3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო პროგრმაში მონაწილეობა მიიღო 69 მონაწილემ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე იურისტებმა რომლებმაც გაიარეს კომპლექსური პრაქტიკული სწავლების კურსი ,,იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ -ჩვევები’.

პროგრამა მოიცავდა 7 კონკრეტულ სფეროს როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის , საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასასამართლოს პრაქტიკის გაცნობას, ფსიქოლოგიის, მედიაციის, კომუნიკაციის ხელოვნების, დიპლომატიისა და მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლებას .

ფინალურ ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო HoJ პარტნიორი უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები - ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (თბილისის და ბათუმის ფილიალები), ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტი.

პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ .

 


blog-image

"მართლმსაჯულების სახლის" 2 წლის...

blog-image

...

blog-image

...

blog-image

აიპ სამართლის განათლების და ექსპერტიზის ...

blog-image

საადვოკატო საქმიანობაში არსებული გამოწვე...

blog-image

2023 წლის ფინანსური ანგარიში ...

blog-image

სასამართლო მეგობარი ...

blog-image

იანვრის თვის ჯგუფებისთვის მსმენელთა რეგი...

blog-image

ერთ თვიანი კურსი "სტრასბურგის სასამა...