"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდის ფილიალის გახსნა

"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდის ფილიალის გახსნა

20 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა აიპ სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის    ცენტრ  „მ ა რ თ ლ მ ს ა ჯ უ ლ ე ბ ი ს ს ა ხ ლ ი ს " ზუგდიდის ფილიალი.

„მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომლის მხარდაჭერით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმის საფუძველზე სამართლის სფეროს სტუდენტებისთვის , ასევე აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტებისთვის უფასო სასწავლო პროგრამა ხორციელდება მეორე წელია.

ამავე ბაზაზე გაიხსნება სასამართლო მედიაციის ცენტრი, რაც დაეხმარებათ მოქალაქეებს დავები მორიგებით დაასრულონ.

ზუგდიდის ფილიალში დაიგეგმება პრაქტიკოსი იურისტების მომზადება. პირველ ეტაპზე დასაქმდებიან სწორედ აფხაზეთში მცხოვრები იურისტები, სტუდენტები, რომლებიც მომზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა პროფესიული ეთიკა, დიპლომატია და მოლაპარაკების ხელოვნება, ემოციური ინტელექტი, კომუნიკაციის ხელოვნება , სამართლის ყველა სფერო.

ცენტრის მთავარი ამოცანაა რეგიონში განავითაროს ახალგაზრდობის შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ სტუდენტებს.

მისცეს მათ შესაძლებლობა უკეთ შეიმეცნონ და დაეუფლონ საქმიანობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ეთიკურ სტანდარტებს.

„მართლმსაჯულების სახლი“ მიზნად ისახავს სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის, მოამზადოს მაღალკვალიფიური სპეციალისტები, განუვითაროს მათ საუკეთესო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აღჭურვოს იმ ეთიკური სტანდარტებით, პრინციპებითა და ნორმებით, რაც პროფესიაში წარმატებულ შესვლასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ.

ზუგდიდის ფილიალში დასაქმედებიან იურისტები, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 6 თვიანი სასწავლო პტოგრამა და იურიდიულ მომსახურებას შესთავაზებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს .

"მართლმსაჯულების სახლის" ზუგდიდის ფილიალი გახსნა "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ქალბატონ ეკა ბესელიამ.

გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

 


blog-image

...

blog-image

...

blog-image

ფინალური ღონისძიება...

blog-image

...

blog-image

მემორანდუმი "მართლმსაჯულების სახლსა&...

blog-image

...

blog-image

"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-...

blog-image

სამართლებრივი დასკვნების მომზადება...

blog-image

საადვოკატო საქმიანობაში არსებული გამოწვე...