„მართლმსაჯულების სახლი“ სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრია.
პროექტის მხარდამჭერია USAID.
მართლმსაჯულების რეფორმის სრულყოფილად განხორციელება და დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბება დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ფუნდამენტია. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა დღეს. აუცილებელი და გარდაუვალია ჩატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა, რომლიც უზრუნველყოფს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი , მაღალი ეთიკური სტანდარტების სპეციალისტების მოზიდვას დამოუკიდებელი სასამართლოსთვის.
იურისტის, როგორც ერთიანი პროფესიის კონცეფცია, მიზნად ისახავს საერთო ღირებულებების,მაღალი ეთიკურ-პროფესიული სტანდარტებისა და უნარ-ჩვევების სწავლებას, როგორც ადვოკატის, ასევე პროკურორისა და მოსამართლის სპეციალიზაციით დაინტერესებული პირებისთვის..
ცენტრის მთავარი ამოცანაა მსმენელებს მისცეს შესაძლებლობა უკეთ შეიმეცნონ და დაეუფლონ საქმიანობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ეთიკურ სტანდარტებს.
მართლმსაჯულების სახლი მიზნად ისახავს სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის, მოამზადოს მაღალკვალიფიური სპეციალისტები, განუვითაროს მათ საუკეთესო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აღჭურვოს იმ ეთიკური სტანდარტებით, პრინციპებითა და ნორმებით, რაც პროფესიაში წარმატებულ შესვლასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ.
მართლმსაჯულების სახლი მოამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს პროფესიაში შესასვლელად და მათაც, ვინც უკვე პროფესიაში კვალიფიკაციის სრულყოფას ისწრაფვის.
მართმლსაჯულების სახლში სპეციალური კურსის გავლა ასევე შეეძლებათ მართლმსაჯულების თემებზე და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ჟურბალისტებს. ჩატარდება სპეციალური მასტერკლასები პოლიტიკური ჟურნალისტების პროფესიული მომზადებისთვის .
პროფესიულ უნარ-ჩვევების კვალდაკვალ, ცენტრის მსმენელები გაივლიან პიროვნული ზრდის, ემოციური ინტელექტის განვითარებისა და მართვის, წარმატების მოტივაციის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, საჯარო და რიტორიკული ხელოვნების, კომუნიკაციის ოსტატობის სპეციალურ კურსებს.
ქართველი და მოწვეული, უცხოელი მაღალი კლასის ექსპერტები მსმენელებს გაუზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას
ცენტრში არსებული ექსპერტიზის კლინიკა და მოდელირებული სასამართლო დარბაზი საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიულ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.
მართლმსაჯულების სახლის არსი დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს იდეას ეფუძნება.