მართლმსაჯულების სახლის განცხადება

მართლმსაჯულების სახლის განცხადება

სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი „მართლმსაჯულების სახლი“ 2021 წლის 15 სექტემბრიდან, დამწყებ და უკვე პროფესიაში მყოფ ადვოკატებს, სთავაზობს  პროფესიული წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების რამდენიმე ექსკლუზიურ , პროგრამულ სპეციალიზებულ კურსს:

  1. პროფესიული ეთიკა;
  2. ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები;
  3. სამოქალაქო საქმეებზე პროცესის წარმართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  4. ადვოკატის როლი და სტრატეგია სისხლის სამართლის საქმეების წარმოების დროს.
  5. კერძო გამოძიების ჩატარება და ადვოკატის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტი. კომპიუტერული მონაცემების შეგროვება, დამაგრება, გამოყენება.

ამ პროგრამების მიზანია, თანამედროვე პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი, შრომით ბაზარზე მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი, ნდობითა და პროფესიული ღირსებით აღჭურვილი ადვოკატის პროფესიის ხელშეწყობა.

„მართლმსაჯულების სახლი“-ს საკვალიფიკაციო პრაქტიკული კურსის მსმენელები, პროფესიაში შემსვლელი ან უკვე მოქმედი ადვოკატები,  დაეუფლებიან და  გაიუმჯობესებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სასამართლო პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის უნარებს,  გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებს, სრულყოფენ პროფესიული ეთიკის სტანდარტებს.

სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე ადვოკატები გაიღრმავებენ და დაეუფლებიან იმ სპეციფიურ უნარ-ჩვევებს, რომელიც ახასიათებს ამ ტიპის საქმის წარმოებას- სტრატეგიის დაგეგმვას, დაცვის განხორციელების დროს მტკიცებულებების მოპოვების ტექნიკას და სასამართლო სხდომის წარმართვის ხელოვნებას მსმენელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და დაეუფლონ კერძო გამოძიების ჩატარებისა და ადვოკატის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტებს, კომპიუტერული მონაცემების შეგროვების, დამაგრების და  გამოყენების ოსტატობას.

ამ პროგრამების ფარგლებში  ადვოკატები, აგრეთვე, დაეუფლებიან ემოციური ინტელექტის მართვისა და გამოყენების უნარს, შეიძენენ და გაიუმჯობესებენ მეტყველებისა და ორატორული ხელოვნების ოსტატობას, სასამართლო სხდომაზე გამოსვლის ტექნიკურ ჩვევებს,  საზოგადოებასთან და მედიასან ურთიერთობის  უნარებს.

 

პრაქტიკული სწავლების თითოეული პროგრამისთვის განსაზღვრულია  მინიმუმ 12 საათი.

 

  ტრეინინგებს ატარებენ :

  სამართლის დოქტორი, პროფესორი - ეკა ბესელია

  ამერიკელი პროფესორი - ჯეიმს მოლიტერნო

  ადვოკატი - გიგა კვერენჩხილაძე

  ფსიქოლოგი - ნანა ჩაჩუა და მარიამ მაჭავარიანი

  კომუნიკაციისა და მედიის ექსპერტი - დოდო შონავა

  პროფესორი, კრიმინოლოგიის ინსტიტუტის  ხელმძღვანელი  - მალხაზ ბაძაღუა

 

  ,,მართლმსაჯულების სახლი”-ს  ინიციატივით   ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრეინინგების ღირებულების მხოლოდ 50 % გადაიხდიან ადვოკატები და 12 საათიანი ტრეინინგის ღირებულება იქნება 300 ლარი.

  ტრეინინგების გავლა შესაძლებელია  როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე.

 რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ელ ფოსტით ან ვებ გვერდიდან


blog-image

"მართლმსაჯულების სახლი" 2 წლისაა...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდი...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის 2021 წლის ბრუნვა...

blog-image

ფინალური ღონისძიება...

blog-image

დეკლარაცია სექსუალური შევიწროების პრევე...

blog-image

იანვრის თვის ჯგუფებისთვის მსმენელთა რეგი...

blog-image

,,მართლმსაჯულების სახლის” 1 წლის იუბილე...

blog-image

სასამართლო მეგობარი ...

blog-image

სამართლებრივი დასკვნების მომზადება...