დეკლარაცია  სექსუალური შევიწროების პრევენციასთან დაკავშირებით

დეკლარაცია სექსუალური შევიწროების პრევენციასთან დაკავშირებით

,,მართლმსაჯულების სახლი" მკაცრად  კრძალავს სექსუალურ გადაცდომებს, მათ შორის ნებისმიერი სახის შევიწროებას, ექსპლუატაციას ან შეურაცხოფას თანამშრომლებსა და პარტნიორებს შორის.

ამგვარ  სერიოზულ დამოკიდებულებას მოელის მართლმსაჯულების სახლი თანამშრომლებისა და პარტნიორების, ასევე  ჩვენი სერვისების მომხმარებლების  მხრიდან,  რომ აქ პრობლემას სერიოზულად მიუდგებიან  და გაატარებენ ყველა საჭირო ზომას რაც სავალდებულო და გაწერილია.

ქალები, რომლებიც იკავებენ ადგილობრივ არჩევით თანამდებობებს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კაცების მიერ დომინირებულ სფეროში. ამავდროულად, ისინი არაერთ ბარიერს აწყდებიან, მათ შორის, სექსიზმს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალების მიერ სამოქალაქო მოვალეობების სრულად და თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. 

 

რა არის სექსიზმი? 

 

სექსიზმი: ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომლებიც ეფუძნება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით, რაც ვლინდება საჯარო თუ კერძო სფეროში, ინტერნეტსივრცეში ან მის გარეთ, და მიზნად ისახავს ან იწვევს: 

სექსუალური შევიწროება: სექსუალური ხასიათის არასასურველი ვერბალური, არავერბალური ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირისათვის ღირსების შელახვას ან ქმნის მტრულ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს.

ქალთა მიმართ ძალადობა: საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

შევიწროება: ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. 

2019 წლის მაისში შესული ცვლილებებით, შრომის კოდექსმა გაითვალისწინა დამსაქმებლის ვალდებულება, მიიღოს ზომები დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დასაცავად, რაც მოიცავს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების დაწესებულების შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში ასახვასა და შესრულებას.

აღნიშნული ვალდებულება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიან რეაგირებას და პრევენციას; და მეორე მხრივ, იძლევა დამსაქმებლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობას, სექსუალური შევიწროების ფაქტზე არაეფექტიანი რეაგირების ან უმოქმედობის შემთხვევაში.

სტამბოლის კონვენციის მე-40 მუხლში ნათქვამია:მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, კერძოდ, მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული გარემოს შექმნის გზით, დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის სამართლებრივ სანქციებს.

სექსუალური შევიწროება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა, გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის პირველი ნიშნულია, რომელიც მოითხოვს „ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საჯარო და კერძო სფეროებში. 

იმისათვის რომ მოვახდინოთ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია საჭიროა ღია დეკლარირება ჩვენი ხედვისა:


blog-image

...

blog-image

"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის განცხადება...

blog-image

საადვოკატო საქმიანობაში არსებული გამოწვე...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდი...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლის" 2 წლის...

blog-image

ერთ თვიანი კურსი "სტრასბურგის სასამა...

blog-image

,,მართლმსაჯულების სახლის” 1 წლის იუბილე...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის 2021 წლის ბრუნვა...