შემოთავაზებული კურსები


ზოგადი ინგლისური (B2)

ზოგადი ინგლისური (B2)

სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი „მართლმსაჯულების სახლი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას ზოგადი და პროფესიული ინგლისური ენის კურსებზე.

ზოგადი ინგლისური (B2)

ზოგადი ინგლისური ენის კურსი  განკუთვნილია ნებისმიერი შემსწავლელისთვის, რომელსაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს ინგლისური ენა.

კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary (B2) დონეზე. შემსწავლელი შეძლებს  შეძენილი ცოდნა გამოიყენოს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

კურსის ფარგლებში გაეცნობით

  1. B2 დონის შესაბამისად ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  2. სხვადასხვა სახის კორესპონდენციის, საქმიანი წერილების, ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის, მოხსენების, ესეს, სტატიის წერა;
  3. ინგლისურენოვან გარემოში ნათქვამის ადეკვატურად გაგება და გამართულად გადმოცემის უნარი;
  4. მოცემული პრობლემატიკის ირგვლივ მსჯელობა და საკუთარი აზრის დამაჯერებლად არგუმენტირება;
  5. ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  6. აუდიო-ვიზუალური მასალის აღქმა–გაგება.
  7. ბრიტანულ–ამერიკული კულტურული ღირებულებების გაცნობა და პატივისცემა;

ტრენერები:

თინათინ ჭარხალაშვილი - პედაგოგი, ინგლისური ენის მეთოდისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, ასიტანტ-პროფესორი.

ნინო ბურჯანაძე - პედაგოგი, ინგლისური ენის ფილოლოგი.

პროფესიული ინგლისური (B2)

პროფესიული ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია იურიდიულ სფეროში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის; იურისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისთვის.

კურსის მიზანია შემსწავლელი დაეუფლოს ინგლისური ენის ყველა უნარს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary (B2) დონეზე და  გაიმდიდროს ლექსიკა იურიდიული სფეროს ტერმინოლოგიით.

ტრენერები: ნინო ბურჯანაძე-პედაგოგი, ინგლისური ენის ფილოლოგი.

თინათინ ჭარხალაშვილი-პედაგოგი, ინგლისური ენის მეთოდისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, ასიტანტ-პროფესორი.

კურსების ხანგრძლივობა -  3 თვე.

სწავლის ფორმა ადგილზე და დისტანციურიც

კურსის შემდეგ მსმენელები მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს.

კურსის ღირებულება 600 ლარი.

 

სწავლის ფორმა ადგილზე და დისტანციურიც

კურსის შემდეგ მსმენელები მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს.

კურსები ფასიანია.

ჩვენი მხარდამჭერია USAID.

 


		
კურსზე ჩაწერა