ჯეიმს მოლიტერნო

სამართლის პროფესორი,  ეთიკის სახელმძღვანელოს თანაავტორი

ჯეიმს მოლიტერნო გახლავთ ვინსენტ ბრედფორდის სამართლის პროფესორი ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტში. მას აქვს 38 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამართლის სკოლებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და იურიდიული ეთიკის სწავლების მიმართულებით. ის არის ამერიკის სამართლის ინსტიტუტის წევრი. მას ასევე ეკავა წამყვანი პოზიციები ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის სამართლის სკოლების ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტებში. 2012 წელს მან მიიღო სამართლიანობის აღდგენის ჯილდო ამერიკის სამართლის სისტემის განვითარების ინსტიტუტისგან იურიდიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.  

 

პროფესორი მოლიტერნო 10 წიგნის, მათ შორის  GLOBAL ISSUES IN LEGAL ETHICS (2d ed. West 2014, with P. Paton) და უამრავი სტატიის ავტორია იურიდიული ეთიკის განვითარებისა და სწავლების საკითხებზე. ის წლების განმავლობაში ჩართულია საერთაშორისო საქმიანობაში, იურიდიული ეთიკისა და იურიდიული განათლების რეფორმირების მიმართულებით. პროფესორი მოლიტერნო მონაწილეობდა იურიდიული ეთიკის კურსების შემუშავებაში მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის სერბეთში, სომხეთში, საქართველოში, ჩეხეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სლოვაკეთსა და ტაილანდში. მას ასევე ნამუშევარი აქვს ეთიკის კოდექსების განახლებაზე ტაილანდში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და საქართველოში და ასევე შემუშავებული აქვს სასწავლო მასალები ამ მიმართულებით უკრაინის, იაპონიის, ჩინეთის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნებისთვის.