მინდია უგრეხელიძე

სამართლის დოქტორი, პროფესორი

დაბადების თარიღი:  1942 წლის 19 მაისი

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

განათლება/სერთიფიცირება

  • 1963-1976წ. საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში                 ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.
  • 1974 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია;
  • 1975 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი,
  • 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე, უძღვება ლექციების კურსს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის                 პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის                 მოდელირების პრობლემებზე.
  • 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი                 საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“,
  • 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს                 თავმჯდომარედ.

ჩვენში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. არის „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სამართლებრივი რეფორმის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარე, მონაწილეობს საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში.

  • 1991 წ. - მიკუთვნებული აქვს უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება .;
  • 1994 წ. - ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი
  • ოსტინის (1991), ჰიუსტონის (1991) და პასადენას (1996) საპატიო მოქალაქეა.
  • 1999 წ. - მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
  • 2009 წლიდან - საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრია ;
  • 2009 წლიდან - ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტია
  • 2021 წლის 11 მაისიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი.