თედო ჯაფარიძე

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

დაბადების თარიღი: 18 სექტემბერი, 1946

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1971 წელს. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი;

 

  • 1972-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი;
  • 1977-1989წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;
  • 1989-1990წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 
  • 1990-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი;
  • 1991-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი;
  • 1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;  
  • 1992-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 
  • 1992-1994წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
  • 1994-2002წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში;
  • 2003-2003წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში;
  • 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • 2012-2016წწ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე
  • 2016-2018წწ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში;
  • 2018-2020 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

 

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018წ).

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა , საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი
  • 2012-2016 საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე