მემორანდუმის გაფორმება რობაქიძის უნივერსიტეტში

მემორანდუმის გაფორმება რობაქიძის უნივერსიტეტში

2022 წლის 19 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ა(ა)იპ სამართლის, განათლების და ექსპერტიზის ცენტრ "მართლმსაჯულების სახლსა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.


მემორანდუმს ხელი მოაწერა "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ.


მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო, შემეცნებით, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელებას.


ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მამუკა თავხელიძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას - ბათუმის ფილიალს. რასაკვირველია მადლობა გადაუხადა USAID-ს, რომელიც ბევრი წელია ფასდაუდებელ სიკეთეს აკეთებს საქართველოში და და გამოხატა მადლიერება და სიხარული, რომ -usaid ,,მართლმსაჯულების სახლის “მხარდამჭერია დაფუძნების
დღიდან.


ქალბატონმა ეკამ აღნიშნა კიდევ ერთხელ, რომ მართლმსაჯულების სახლმა სამართლის სპეციალისტებისთვის საუკეთესო პრაქტიკული სასწავლო პროექტი დაიწყო USAID სამართლის უზენაესობისპროგრამის პროგრამის ფარგლებში - თბილისი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი. „ეს წარმატების და სიკეთის გზაა“

ღონისძიებას ესწრებოდა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა USAID-ის წარმომადგენელმა რუსუდან ტაბატაძემ და სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ მათ ისაუბრეს მართლმსაჯულების სახლის და USAID სამართლის უზენაესობისპროგრამის მნიშვნელობაზე. მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ჩატარდა დიპლომატ თედო ჯაფარიძის საჯარო ლექცია "ევროკავშირი და საქართველო” დიპლომატმა უპასუხა
სტუდენტების საინტერესო კითხვებს.


blog-image

"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-...

blog-image

საადვოკატო საქმიანობაში არსებული გამოწვე...

blog-image

ფინალური ღონისძიება...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდი...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის განცხადება...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის 2021 წლის ბრუნვა...

blog-image

სამართლებრივი დასკვნების მომზადება...

blog-image

,,მართლმსაჯულების სახლი” ულოცავს ბატონ მ...

blog-image

...