შემოთავაზებული კურსები


პერსონალური და საჯარო კომუნიკაციის ოსტატობა

პერსონალური და საჯარო კომუნიკაციის ოსტატობა

მართლმსაჯულების სახლის მედია კომუნიკაციის სკოლა,  მედიის ძირითთადი პრინციპების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული უნარ-ჩევების დახვეწით დაინტერესებულ სტუდენტებსა  და პროფესიული კვალიფიკაციის ზრდით დაინტერესებულ ჟურნალისტებს. სთავაზობს სპეციალ პრაქტიკულ კურსს.

კურსის  მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის პრინციპები , შეიძინონ, გამოიმუშაონ და  დახვეწონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:

  • პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები
  • ნიუსის წერის და თხრობის ტექნიკა;
  • საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვის და მომზადების სპეციფიკა;
  • ინტერვიუს დაგეგმვის, მზადებისა და წაყვანის ოსტატობა;

 

სასწავლო პროგრამა

  • კომუნიკაციის ცნება, არსი, რაობა
  • ვერბალური კომუნიკაცია
  • რიტორიკა
  • გამართული მეტყველების ოსტატობა
  • შესავალი ზოგად ფსიქოლოგიაში
  • კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში
  • ემოცია და სტრესი
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • სამართლებრივი წერა

 

მართმლსაჯულების სახლში სპეციალური კურსის გავლა ასევე შეეძლებათ   მართლმსაჯულების თემებზე და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს.  ჩატარდება  სპეციალური მასტერკლასები საგამოძიებო და პოლიტიკური ჟურნალისტების პროფესიული მომზადებისთვის.

 

სასწავლო მასალის ჩამონათვალი

  •  “რიტორიკა“ - არისტოტელე;
  • „კომუნიკაციის წიგნი“- ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე;
  • „კომუნიკაცია და მოდერნულობა“- ჯონ ბ. თომპსონი;
  • „სხეულის ენა“ - ალან პიზი, ბარბარა პიზი;
  • „მოლაპარაკება: თეორია, პრაქტიკა, სამართალი“ - ჯეი დოლბერგი, დვაით გოლანი;
  • „აკადემიური წერა“ - ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვილაშვილი, ლილი ხეჩუაშვილი;
  • „სამართლებრივი წერის მეთოდები“ - თამარ თომაშვილი, ანა კოსტავა, თამარ ჯიქია, ანა ქოჩიაშვილი.
  • „ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში“ - რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო;
  • „ფსიქოლოგიის ისტორია ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე“ - ირაკლი მოდებაძე;
  • „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ - ირაკლი მოდებაძე
  • „პერსონოლოგია და ადამიანის ცხოვრების კვლევა“ - ლილი ხეჩუაშვილი

 

ხელმძღვანელი: საერთაშორისო მედია ექსპერტი დოდო შონავა 

სწავლის ფორმა ადგილზე და დისტანციურიც 

კურსის შემდეგ მსმენელები მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს.

კურსები ფასიანია.

კურსის ხანგრძლივობა: 1- 3 თვე.


		
კურსზე ჩაწერა