შემოთავაზებული კურსები


ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი

თემა, რომელიც მოიცავს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს „ემოციური ინტელექტი“

ღონისძიების ორგანიზების მიზანი - მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა ფსიქოლოგიის საფუძვლებში, სადაც მსმენელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფსიქოლოგიური სამუშაოს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაფუძნებულია კვლევის, როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს კლინიკურ-ფსიქოლოგიურ ( ფსიქომეტრიულ და ფსიქოპროექციულ ) მეთოდებზე. თითოეული საკითხის ცოდნა მსმენელს გაუადვილებს ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესის მისთვის სასურველი მიმართულებით წარმართვას და დაეხმარება ფაქტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებაში, რათა ადვილად მოიპოვოს ადამიანების ნდობა და მოახდინოს დადებითი გავლენა მათზე. კურსის მანძილზე მიღებული ცოდნის და უნარების გამოყენებით მონაწილეები მზად იქნებიან შემდგომი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის.

  • ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების შეცნობა;
  • საკუთარ ფსიქიკურ აქტივობაზე დაკვირვების და კონტროლის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • გარემოსთან მიმართებაში ადაპტაციის უნარი;
  • ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი.

სასწავლო პროგრამა: 

  • ემოციური ინტელექტის ცნება
  • ემოცია და ქცევა
  • პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ემოციური ინტელექტი
  • საზიარო ნორმების დეფიციტი 

სასწავლო მასალის ჩამონათვალი:

  • „ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში“ - რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო;
  • „ფსიქოლოგიის ისტორია ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე“ - ირაკლი მოდებაძე;
  • „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ - ირაკლი მოდებაძე
  • „პერსონოლოგია და ადამიანის ცხოვრების კვლევა“ - ლილი ხეჩუაშვილი

 

ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიისა და მედიაციის ცენტრი - ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
ცენტრის ფსიქოლოგი მარინა მაჭავარიანი. 

 

სწავლის ფორმა ადგილზე და დისტანციურიც

კურსის შემდეგ მსმენელები მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს.

 

                     


		
კურსზე ჩაწერა


შემოთავაზებული კურსები

ემოციური ინტელექტი