"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები"

"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები"


 აიპ სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი -მართლმსაჯულების სახლი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს მსმენელების მიღებას ახალ სასწავლო კურსზე.

კურსი სახელწოდებით - იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები - განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

 ლექციებს გაუძღვებიან:

 სამართლის დოქტორი, პროფესორი - ეკა ბესელია

 ასოცირებული პროფესორი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში - ბესარიონ ბოხაშვილი.

 ფსიქოლოგი -  თამარ სამნიაშვილი

 მედია კომუნიკაციის ექსპერტი - დოდო შონავა

 ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი - ლონდა თოლორაია

 ადვოკატი - გიგა კვერენჩხილაძე

 დიპლომატი/ელჩი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი - თედო ჯაფარიძე

 დამატებით მოწვეულები არიან საერთაშორისო ექსპერტები

 საუკეთესო მსმენელები გაივლიან სტაჟირებას საადვოკატო კომპანიაში, ასევე შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ პროფესიული ნიშნით.

კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე

  • პროგრამა იწყება 1 ნოემბრიდან.

 

მსმენელთა მიღების ძირითადი კრიტერიუმები:

 

მესამე ან/და მეოთხე კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი, რომელიც სწავლობს რეგიონულ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე;

დამატებითი კრიტერიუმები:

სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტი;

მსმენელთა შერჩევას ახდენს  უნივერსიტეტი და წარმოადგენს შერჩეულ კანდიდატებს, რომელთანაც შედგება გასაუბრება დისტანციური ფორმით.

კონკურსში მონაწილეობისას აპლიკაციის და სამოტავიციო წერილის წარმოდგენისას პოტენციურმა მსმენელმა აუცილებელია, მიუთითოს, რომ სურს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობა და დამატებით აღწეროს ამის მიზეზები და რაში გამოიყენებს „მართლმსაჯულების სახლის“ კურსში მიღებულ ცოდნას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  23 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის  მისამართზე  ელ-მისამართი:

Houseofjustice@gmail.com;

info@houseofjustice.com.ge

 ვებ-გვერდი:

www.houseofjustice.com.ge

 +995 558 700 727

 


blog-image

...

blog-image

საადვოკატო საქმიანობაში არსებული გამოწვე...

blog-image

მემორანდუმი "მართლმსაჯულების სახლსა&...

blog-image

მართლმსაჯულების სახლის 2021 წლის ბრუნვა...

blog-image

კონფლიქტი აფხაზეთში - წარმოშობის მიზეზებ...

blog-image

აიპ სამართლის განათლების და ექსპერტიზის ...

blog-image

იანვრის თვის ჯგუფებისთვის მსმენელთა რეგი...

blog-image

,,მართლმსაჯულების სახლი” ულოცავს ბატონ მ...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლის" 2 წლის...