მართმსაჯულების სახლი

„მართლმსაჯულების სახლი“    სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრია

მართლმსაჯულების სახლის არსი დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს იდეას ეფუძნება.

მართლმსაჯულების სახლი შევქმენით  თქვენთვის -სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის.

ეს პრაქტიკული უნარ -ჩვევების დასაუფლებლად საქართველოში საუკეთესო ცენტრია.  მოვამზადებთ მაღალკვალიფიურ სპეციალისტებს, შევძენთ  მათ საუკეთესო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ეთიკურ სტანდარტებს რაც  პროფესიაში წარმატებულ შესვლასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მართლმსაჯულების სახლი მოამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს  პროფესიაში შესასვლელად და მათაც, ვინც უკვე პროფესიაში კვალიფიკაციის სრულყოფას ისწრაფვის.

პროფესიულ უნარ-ჩვევების კვალდაკვალ, ცენტრის მსმენელები გაივლიან  პიროვნული ზრდის, ემოციური ინტელექტის განვითარებისა და მართვის, წარმატების მოტივაციის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, საჯარო და რიტორიკული ხელოვნების, კომუნიკაციის ოსტატობის სპეციალურ კურსებს.

ქართველი და მოწვეული, უცხოელი მაღალი კლასის ექსპერტები მსმენელებს გაგიაზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას

სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრი,   სასამართლო მეგობრის სტატუსით, სასამართლოში წარსადგენად მოამზადებს სამართლებრივ დასკვნებს  ნებისმიერ სამართლებრივ პრობლებაზე.

მართლმსაჯულების სახლი მოგცემთ საუკეთესო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, გაგიღრმავებთ ცოდნას, შეგძენთ თვითდაჯერებულობას, სრულყოფს თქვენს გამოცდილებას, აგიმაღლებთ კვალიფიკაციას და უზრუნველყოფს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდასა და წარმატებას.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.

პროექტის მხარდამჭერია USAID

ეს თქვენი სახლია!